კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებთანაც რუსეთს საუკუნეების განმავლობაში „მეგობრული გრძნობების დეფიციტი“ ჰქონდა. მის სიტყვებს რუსული მედია ციტირებს.
ამ მხრივ მან პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები დაასახელა, რომლებსაც, მისი თქმით, რატომღაც „რუსეთის ეშინიათ და მის დემონიზაციას ცდილობენ“, რაც „დიდი შეცდომაა“.
„მაგალითად, ავიღოთ პოლონეთი. ჩვენ ნამდვილად გვაქვს პრობლემები პოლონეთთან. ბალტიისპირეთთან დაკავშირებით ნამდვილად გვაქვს პრობლემები. რატომღაც, მათ ყოველთვის ეშინიათ ჩვენი, ისინი დემონიზაციას ახდენენ. ყველას, ვინც იქ ხელისუფლებაში მოდის, უბრალოდ, რუსეთისა და რუსების მიმართ სასტიკი სიძულვილი აქვთ“, - თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დიდი შეცდომაა.
„რადგან ამ ქვეყნებს შეუძლიათ ბევრი რამ აიღონ რუსული კულტურიდან და რუსეთთან ურთიერთქმედებიდან“, - აღნიშნა პესკოვმა