21 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით უცვლელი დარჩა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება კვლავ 2.6950 ლარს შეადგენს.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.54 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.155 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.04 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6135 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.22 თეთრი შეადგინა.