"პატრიოტთა აქტის" მიღების ინიციატორს გია თორთლაძეს ატეხილი აჟიოტაჟი ნაადრევად მიაჩნია. ეს განცხადება თორთლაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
თორთლაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიღება, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოსათვის აუცილებელია.
ამასთან იგი აქცენტს იმაზე აკეთებს., რომ `აჟიოტაჟის ატეხა დეტალების გარკვევის გარეშე მიზანშეწონილი არ არის.~
მისი განმარტებით, აქტი არ იქნება პირდაპირ კოპირება ამერიკაში 11 სექტემბრის შემდეგ მიღებული დოკუმენტისა და იგი მისადაგებული იქნება ქართულ რეალობასთან. .
თორთლაძის მტკიცებით, აღნიშნული აქტი ტერორიზმთან ბრძოლას შეუწყობს ხელს და იგი ითვალისწინებს: ელექტრონულ თვალთვალს; ოპერეტიულ თვალთვალს ინტერნეტში; ინფორმაციის გაცვლას; ფინანსურ მონიტორინგს საბანკო გადარიცხვებზე; საემიგრაციო კონტროლის გამკაცრებას; ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგს; ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლს და სხვა
"აქტი არ ითვალისწინებს სატელეფონო მოსმენების დაკანონებას,
არამედ დაზუსტებას ინფორმაციისა იმის შესახებ თუ საიდან ირეკება და ვინ რეკავს~, _ განაცხადა თორთლაძემ და აღნიშნა, რომ თუკი ოპოზიციის რომელიმე წევრი საკუთარ თავში ტერორისტს ხედავს, მას მართლაც შეუქმნის პრობლემას ეს დოკუმენტი.