რუსეთმა „ორეშნიკის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის სიგნალის გასაგზავნად, რათა მათ უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა აიძულოს.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი გრძელდება. გასულ კვირას ჩვენ ვიხილეთ ლვოვში „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენება და სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმები. რუსეთი ცდილობს, ხელი შეგვიშალოს უკრაინის მხარდაჭერაში, მაგრამ ეს ჩვენ ვერ შეგვაჩერებს“, - აღნიშნა რუტემ.
ამავდროულად, როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რადგან უკრაინა მკაცრი ზამთრის განმავლობაში უდიდეს ზეწოლას განიცდის, ნატო-ს ყველა მოკავშირის, მათ შორის ხორვატიის მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე.
რუტემ დასძინა, რომ უკრაინის უსაფრთხოება ალიანსის უსაფრთხოებაა.
მან აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა აიღეს ვალდებულება, განაგრძონ უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა და ხორვატიაა კარგი წვლილი შეაქვს ამ საქმეში.