ოდესის ოლქში დრონებით რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, - ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჯ კიპერმა განაცხადა.
კიპერის ცნობით, ორი ადამიანი დაშავდა.
მისი თქმით, დრონის თავდასხმის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა ოდესის ოლქის რამდენიმე ქალაქში, ასევე ქალაქის ერთ-ერთ უბანში.
ამ დროისათვის გათბობა და წყალმომარაგება უკვე აღდგენილია. ელექტროსადგურების სარემონტო სამუშაოები გრძელდება