ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ დაინტერესებულია მშვიდობით, მას შემდეგ, რაც კიევი და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ სამშვიდობო გეგმასა და უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც ძალაში შევა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ სამშვიდობო გეგმა არის 20-პუნქტიანი წინადადება, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული წლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები, პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც, მისი თქმით, კარგად გაწვრთნილები და საბრძოლო გამოცდილების მქონეები არიან.
„ევროპელების ამოცანა იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინული არმიაც კარგად იყოს აღჭურვილი“, – აღნიშნა ლაიენმა.