ირანში საპროტესტო აქციების დროს, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას Reuters ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის 490 მომიტინგეა, 48 კი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციების განმავლობაში სულ 10 600 ადამიანი დააკავეს.
ირანში საპროტესტო აქციები, 14 დღეა, გრძელდება. თავდაპირველად, თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.