ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფაჰლევიმ ირანელებს მიმართა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მზადაა, დაეხმაროს მათ.
„დღეს მსოფლიო თქვენი ეროვნული რევოლუციის გვერდით დგას და თქვენს გამბედაობას აფასებს. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი, ყურადღებით აკვირდება თქვენს მამაცობას. მან განაცხადა, რომ მზად არის, დაგეხმაროთ. არ მიატოვოთ ქუჩები. ჩემი გული თქვენთანაა. ვიცი, რომ მალე თქვენ გვერდით ვიქნები“, – განაცხადა ფაჰლევიმ.
ამასთან, ირანის ყოფილი შაჰის შვილმა აღნიშნა, რომ მომიტინგეებმა საპროტესტო აქციებით მნიშვნელოვნად დაასუსტეს ირანის რეჟიმი.
მისი თქმით, ამ დრომდე ბევრმა სამხედრომ და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა დატოვა სამუშაო ადგილები ან არ დაემორჩილა ბრძანებებს.