ევროკავშირი სირიას მიმდინარე და მომავალი წლისთვის დაახლოებით 620 მილიონ ევროს გამოუყოფს. დაფინანსება გამოყენებული იქნება ომისშემდგომი რეკონსტრუქციისთვის, ორმხრივი მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დამასკოში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა კოლოსალური პრობლემების წინაშე დგას და აღდგენითი სამუშაოების მასშტაბები კვლავ უკიდურესად მაღალია.
ფონ დერ ლაიენმა ასევე გამოაცხადა ევროკავშირის განზრახვა, დაიწყოს მოლაპარაკებები სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების განახლებისა და ახალი პოლიტიკური პარტნიორობის დასაწყებად. ამის ფარგლებში, მაღალი დონის მოლაპარაკებები 2026 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.
მან ასევე შეშფოთება გამოთქვა ალეპოში ძალადობის ზრდის გამო, სადაც ბოლო დღეებში შეტაკებები მოხდა სამთავრობო ძალებსა და ქურთულ დანაყოფებს შორის.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ყველა მხარეს შორის დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.