იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროპას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებზე გავლენის მოხდენისთვის კრემლთან პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენა სჭირდება.
ამის შესახებ მელონიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მელონი დაეთანხმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა განაახლოს.
„ამ მხრივ, ვფიქრობ, მაკრონი მართალია. მე მჯერა, რომ დადგა დრო, ევროპა რუსეთს დაელაპარაკოს [ომის დასრულებაზე)] წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი გავლენა შეზღუდული იქნება. თუმცა, კითხვა ისმის, თუ ვინ უნდა გააკეთოს ეს?“ ქაოტურად არ უნდა ვიმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინის ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა მელონიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ ნაადრევად მიიჩნევს რუსეთის „დიდ რვიანში“ შესაძლო დაბრუნებაზე საუბარს, საიდანაც ის 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.