დაბომბვის შედეგად გათბობის სისტემის მასშტაბური გამორთვის ფონზე, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას მოუწოდებს, დროებით დატოვონ დედაქალაქი.
უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთის მიერ კიევის დღევანდელი დაბომბვის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქში ექვსი ათასამდე საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშეა დარჩენილი. ქალაქში ასევე არის წყალმომარაგების შეფერხებები.
ქალაქში შეფერხებებია წყალმომარაგების კუთხითაც.
„სერვისის მომსახურების თანამშრომლებმა სოციალური დაწესებულებები, კერძოდ, საავადმყოფოები და სამშობიაროები, ელექტროენერგიით მობილური ქვაბის აგრეგატებიდან მოამარაგეს. ისინი ენერგეტიკოსებთან ერთად კიევის მაცხოვრებლების სახლებში ელექტროენერგიისა და გათბობის აღსადგენად მუშაობენ“, - განაცხადა კლიჩკომ.
მან დასძინა, რომ 9 იანვრის ღამეს კიევზე განხორციელებული ერთობლივი თავდასხმა დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ყველაზე მტკივნეული იყო.
„ქალაქის სერვისები საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობენ. სამწუხაროდ, უახლოეს დღეებში ამინდის პირობები გაუარესდება.
ასევე მივმართავ დედაქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, დროებით დატოვონ ქალაქი, სადაც არის ელექტროენერგიისა და გათბობის ალტერნატიული წყაროები“, - განაცხადა კლიჩკომ.