უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვიოს დონალდ ტრამპთან შესახვედრად ან დავოსში შეხვდეს. ამის შესახებ Axios უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არსებობს შესაძლებლობა, ზელენსკი მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვიოს, რათა ტრამპს შეხვდეს და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს.
კიდევ ერთი ვარიანტია ორი ლიდერის შეხვედრა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.
დღეს, უკრაინისპრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტი, ფაქტობრივად, მზადაა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გასაფორმებლად.