ევროპის ქვეყნები, შესაძლოა, დათანხმდნენ აშშ-ის გაფართოებულ როლს გრენლანდიაში უკრაინისთვის უსაფრთხოების უფრო ძლიერი გარანტიების სანაცვლოდ. ამის შესახებ Politico ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც Politico აღნიშნავს, ეს ვარიანტი უსიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ უფრო მისაღები ჩანს, ვიდრე ალტერნატივა დონალდ ტრამპის მიერ სანქციების შესაძლო დაწესების, უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლის ან კიევთან მოლაპარაკებებში რუსული მხარის მხარდაჭერის სახით.
გამოცემა გრენლანდიის საკითხში ევროკავშირის პოტენციურ ჩართულობას ასახელებს, როგორც ერთ-ერთ შესაძლო ნაბიჯს, რომლის გადადგმაც ამერიკის პრეზიდენტს მისი მიღებისთვის შეუძლია.
Politico აღნიშნავს, რომმიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით დანიის მოკავშირეები, წინააღმდეგობას გაუწევენ გრენლანდიის კოპენჰაგენისგან „მოწყვეტის“ მცდელობებს, ვაშინგტონს აქვს კოზირი: უკრაინა.