აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის დროებით პრეზიდენტს მოსთხოვა ქვეყნიდან ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და კუბის აგენტები ქვეყნიდან გააძევოს. ამის შესახებ Axios წერს.
„შეერთებული შტატები ზეწოლას ახდენს ვენესუელაზე, რათა მან ყველა ჯაშუში და სხვა დაზვერვის აგენტი, რომლებიც ჩინეთიდამ, რუსეთიდან, კუბიდან და ირანიდან არიან, ქვეყნიდან გაიყვანოს.
„ეს ნაბიჯი არ ვრცელდება სრულ განაკვეთზე დასაქმებულ დიპლომატებზე და წარმოადგენს ადმინისტრაციის უახლეს მცდელობას, აიძულოს ქვეყანა, შეასრულოს აშშ-ის მოთხოვნები, რაც გასულ კვირას ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის შემდეგ მოხდა“, - წერს გამოცემა.
ასევე, ABC News-ის წყაროების ცნობით, ვენესუელამ უნდა გაწყვიტოს ეკონომიკური კავშირები ამ ოთხ ქვეყანასთან და დათანხმდეს შეერთებულ შტატებთან ექსკლუზიურ პარტნიორობას ნავთობის წარმოებაში და უპირატესობა მიანიჭოს ამერიკას მძიმე ნავთობის გაყიდვაში.
გამოცემის წყაროს ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორშაბათს დახურულ ბრიფინგზე კანონმდებლებს განუცხადა, რომ მისი აზრით, შეერთებულ შტატებს შეუძლია ვენესუელა აიძულოს გადადგას ეს ნაბიჯები, რადგან მისი არსებული ნავთობტანკერები გადავსებულია.
რუბიომ ასევე განუცხადა კანონმდებლებს, რომ აშშ-ის შეფასებით, კარაკასს მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა, ვიდრე ნავთობის რეზერვების გაყიდვის გარეშე ფინანსურ გადახდისუუნარობის წინაშე აღმოჩნდება.
„პრეზიდენტი აცხადებს, რომ აპირებს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ბერკეტები ვენესუელაში დარჩენილ ელემენტებთან მიმართებაში და უზრუნველყოს მათი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან არალეგალური მიგრაციის შეჩერებით, ნარკოტიკების ნაკადის შეჩერებით, ნავთობის ინფრასტრუქტურის აღდგენით და ვენესუელელი ხალხისთვის სამართლიანი ზომების მიღებით“, - განაცხადა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.