მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვენესუელას დროებითი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს 30-დან 50-მდე მილიონ ბარელ მაღალი ხარისხის, სანქცირებული ნავთობს გადასცემს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვენესუელის დროებითი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე მაღალი ხარისხის, სანქცირებულ ნავთობს გადასცემს. ეს ნავთობი საბაზრო ფასად გაიყიდება და ამ თანხას მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გავაკონტროლებ, რათა უზრუნველვყოთ მისი გამოყენება ვენესუელასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ! ენერგეტიკის მდივანს, კრის რაიტს, ვთხოვე, დაუყოვნებლივ განახორციელოს ეს გეგმა", - წერს ტრამპი.