6 იანვრის ღამეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისდრონები თავს დაესხნენ რუსეთში, კოსტრომის ოლქში სარაკეტო-სააარტილერიო არსენალს და ლიპეცკის ოლქში ნავთობბაზას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრნობით ავრცელებს.
„უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის შორი მოქმედების დრონებმა რუსეთის ზურგში წარმატებით დაბომბეს მტრის ორი სამიზნე,“ - განაცხადა წყარომ.
კონკრეტულად, დრონები კოსტრომის ოლქის ნეისკის რაიონში მდებარე მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოსარსენალ №100 -მდე მიაღწიეს. იქ მთელი ღამის განმავლობაში საბრძოლო მასალა ფეთქდებოდა, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
„ეს მტრისთვის მნიშვნელოვანი არსენალი იყო, რადგან ის საბრძოლო მასალას აწვდიდა დასავლეთ და ცენტრალური მიმართულებით მდებარე ქვედა დონის საწყობებს,“ - აღნიშნა წყარომ.
უკრაინულმა დრონებმა ასევე დაბომბეს ნავთობბაზა ლიპეცკის ოლქის სოფელ სტრელეცკიე ხუტორში, სადაც ძლიერი ხანძარი მძვინვარებდა. ეს ნავთობბაზა, ლიპეცკის გარდა, ნავთობპროდუქტებით რუსეთის ფედერაციის ტამბოვისა და ვორონეჟის რეგიონებსაც ამარაგებდა.