უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებულ დარტყმებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი „სერიოზულად არ აღიქვამს დიპლომატიურ სამუშაოებს, რომელთა წარმოებასაც მასთან ცივილიზებული ქვეყნები ცდილობენ “.
„დღეს კიევში რუსეთის არმიამ კიდევ ერთი საავადმყოფო დააზიანა - სრულად სამოქალაქო ობიექტი. დნიპროში დარტყმების ქვეშ იყო სამოქალაქო საწარმო - სურსათის მწარმოებელი. ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთი - და აღმოჩნდა, რომ ესეც რუსეთის სამიზნეა.
ხარკოვში რუსებმა პირდაპირ დაარტყეს გათბობას, ადამიანებისთვის ენერგიას, ჩვეულებრივ ცხოვრებას - ბალისტიკა ენერგიის წინააღმდეგ.
ხერსონში, რუსული დარტყმების შემდეგ, სარემონტო ჯგუფები და ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობდნენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომს აჭიანურებს და ცდილობს უკრაინას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს.
„ეს ყველაფერი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი სერიოზულად არ აღიქვამს დიპლომატიურ სამუშაოს, რომლის წარმოებასაც მასთან ცივილიზებული ქვეყნები ცდილობენ. რუსეთი ომს აჭიანურებს, ცდილობს უკრაინას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს - მათი სტრატეგია უცვლელია. ჩვენი სტრატეგია - სიცოცხლის დაცვის სტრატეგია - გაძლიერდება; ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.