ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის საქმის პირველი მოსმენა დასრულდა.
შემდეგი სხდომა 17 მარტს არის ჩანიშნული. მოსამართლემ მადუროს სასამართლოში ხელახლა გამოცხადება დაავალა.
მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, მადუროს ადვოკატზე დაყრდნობით, რომ მისი კლიენტი ჯერ არ ითხოვს გირაოთი გათავისუფლებას, თუმცა ეს შესაძლოა მოგვიანებით მოხდეს.
ნიკოლას მადურომ სხდომაზე განაცხადა, რომ ყველა ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
მისივე თქმით, ის ვენესუელის პრეზიდენტია და კარაკასში, საკუთარ სახლში დააკავეს.
„მე არ ვარ დამნაშავე, მე პატიოსანი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ“, – განაცხადა მადურომ.
სილია ფლორესმა ასევე აღნიშნა, რომ ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„დიახ, მე ვარ სილია ფლორეს მადურო, მე ვენესუელის პირველი ლედი ვარ“, – განაცხადა ფლორესმა.
სხდომის მიმდინარეობისას ნიკოლას მადუროს ადვოკატმა განაცხადა, რომ მადუროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სამედიცინო დახმარება სჭირდება.
სილია ფლორესის ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
მადურომ და მისმა მეუღლემ სასამართლო დარბაზი დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დატოვეს.
ცნობისთვის, ნიკოლას მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმის, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში და აშშ-ის წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობის შეთქმულებაში