6 იანვარს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი და სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გარდა ამისა, ღონისძიებას შეუერთდება დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, რომელიც ასევე სამშვიდობო პროცესის მომლაპარაკებელთა ჯგუფის წევრია.
სამშაბათს, 6 იანვარს, პარიზში გაიმართება „მსურველთა კოალიციის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა, რომელზეც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.