უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზისთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც მათ თავდაცვისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შესახებ ისაუბრეს.
„პრემიერ-მინისტრი დახმარებას დაგვპირდა და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. საჰაერო თავდაცვის რაკეტები ყოველდღიურად გვჭირდება, ისევე როგორც ყოველდღიურად გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
მან ასევე ალბანეზის ინფორმაცია მიაწოდა დიპლომატიური ვითარებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩვენს ძალისხმევას. მადლობა უკრაინისა და უკრაინელების შესახებ თბილი სიტყვებისთვის“, - დასძინა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე სამძიმარი გამოუცხადა ალბანეზის დეკემბერში ბონდი-ბიჩზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო.
„მსხვერპლთაგან ექვსი უკრაინული წარმოშობისაა. ჩვენი სოლიდარობა მსხვერპლთა ყველა ოჯახის წევრსა და მეგობარს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.