აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი გააფრთხილა, რომ თუ სწორად არ მოიქცევა დიდი ფასს გადაიხდის.
„თუ ის სწორად არ მოიქცევა, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, შესაძლოა უფრო დიდს, ვიდრე მადურო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა The Atlantic-ს სატელეფონო ინტერვიუში.
გუშინ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ვენესუელას უხელმძღვანელებს, ვიდრე იქ ხელისუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას არ უზრუნველყოფენ. მისივე თქმით, როდრიგესი მზად არის გააკეთოს ის, რასაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს.