ვენესუელაში აშშ-ის ოპერაცია საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოა, მიუხედავად მადუროს რეჟიმის შესახებ არსებული ყველა კითხვისა. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა.
ეიდემ აღნიშნა, რომ ვენესუელაში განვითარებული მოვლენები მსოფლიოში ისედაც არასტაბილურ სიტუაციაში „სერიოზულ ესკალაციას“ წარმოადგენს.
მისი თქმით, ნიკოლას მადუროს რეჟიმს დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ ჰქონდა, განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რამაც აჩვენა, რომ მან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა დაკარგა.
„რეჟიმი სულ უფრო ავტორიტარული ხდებოდა და პასუხისმგებელი იყო ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ დარღვევებზე. თუმცა საერთაშორისო სამართალი უნივერსალურია და სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსთვის. ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. დემოკრატიულ მმართველობაზე მშვიდობიანი გადასვლა ვენესუელასთვის წინსვლის ერთადერთ სიცოცხლისუნარიან გზად რჩება. ეს მოითხოვს ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესებს, რომლიც პატივს სცემs მოსახლეობის უფლებებსა და მისწრაფებებს“, - აღნიშნა ესპენ ბარტ ეიდემ.