ძალაუფლების ხელში ჩაგდებითა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელყოფით, ნიკოლას მადურომ სერიოზულად შელახა საკუთარი ხალხის ღირსება, - ამის შესახებ საფრამგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი X-ზე წერს.
მისი თქმით, მომავალი გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და პატივს სცემდეს ვენესუელელი ხალხის ნებას.
“დღეს ვენესუელელი ხალხი გათავისუფლდა ნიკოლას მადუროს დიქტატურისგან და შეუძლია გაიხაროს.
ძალაუფლების ხელში ჩაგდებითა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელყოფით, ნიკოლას მადურომ სერიოზულად შელახა საკუთარი ხალხის ღირსება.
მომავალი გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და პატივს სცემდეს ვენესუელელი ხალხის ნებას.
ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს არჩეული პრეზიდენტი ედმუნდო გონსალეს ურუტია შეძლებს ამ გარდამავალი პერიოდის სწრაფად უზრუნველყოფას.
ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან.
საფრანგეთი სრულად მობილიზებულია და ფხიზლადაა, მათ შორის, ამ რთულ დროს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს მაკრონი.