პეკინი მოუწოდებს ვაშინგტონს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, რომლებიც აშშ-ის ძალებმა გაიტაცეს და ამჟამად ამერიკაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
„ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, შეწყვიტოს ვენესუელის რეჟიმის დამხობის მცდელობები და საკითხი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, პეკინი „შეშფოთებულია და გმობს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამერიკის მიერ ძალის აშკარა გამოყენებას“.