აშშ-ის ომის დეპარტამენტის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ინტერვიუ მისცა CBS News-ს ენდრიუსის ავიაბაზაზე ვიზიტის შემდეგ, სადაც ვენესუელაში განხორციელებული ოპერაციებიდან დაბრუნებულ ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდა.
შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა ტრამპი კონგრესის თანხმობას ვენესუელასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯებისთვის, ჰეგსეთმა უპასუხა, რომ ეს იყო ოპერაცია წესრიგის უზურუნველსაყოფად, თუმცა დასძინა, რომ კონგრესი თეთრი სახლის მიერ მუდმივად ინფორმირებული იქნება.
„რა მოხდება შემდეგ, ვენესუელელებზეა დამოკიდებული, მაგრამ საბოლოოდ ამერიკა გაიმარჯვებს... უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით და ჩვენ გვჯერა, რომ ვენესუელელი ხალხიც გაიმარჯვებს“, - თქვა მან.
ამასთან, ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ „ამ სახიფათო სამყაროში მშვიდობის მიღწევა ძალის გარეშე შეუძლებელია“.