ჩვენ მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიგვაჩნდა და მისი რეჟიმის დასრულების გამო ცრემლებს არ ვღვრით, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიკ სტარმერი X-ზე წერს.
მისი თქმით, არსებულ ვითარებას ამერიკელ კოლეგებთან ერთად განიხილავენ.
„დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია მხარს უჭერს ვენესუელაში ხელისუფლების გადაცემას.
ჩვენ მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიგვაჩნდა და მისი რეჟიმის დასრულების გამო ცრემლებს არ ვღვრით.
დღეს დილით კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის მიმართ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა უახლოეს დღეებში განიხილავს არსებულ ვითარებას ამერიკელ კოლეგებთან ერთად, რათა ლეგიტიმური მთავრობისთვის, რომელიც ვენესუელის ხალხის ნებას ასახავს, ხელისუფლების გადაცემა უსაფრთხოდ და მშვიდობიანად იყოს უზრუნველყოფილი“, - წერს სტარმერი.