გამოცემა New York Times სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვენესუელის გადაყენებული ლიდერის, ნიკოლას მადუროს ვერტმფრენი ბრუკლინში, დაკავების ცენტრ Metropolitan Detention Center-is (MDC) მახლობლად დაეშვა, სადაც ის სასამართლო პროცესის დაწყებამდე დარჩება.
ოდნავ მოგვიანებით, გამოცემამ დააზუსტა, რომ დაკავების ცენტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, პოლიციის თანამშრომელმა შენობის გარეთ შეკრებილ ხალხს აცნობა, რომ მადურო უკვე შევიდა დაწესებულებაში.
მოქალაქეები, რომლებიც ცენტრის მახლობლად იყვნენ შეკრებილები, ინფორმაციას ოვაციებით, ტაშით, სიმღერითა და ვენესუელის დროშების ფრიალით შეხვდნენ.
მანამდე, მადუროს მანჰეტენზე, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ოფისში თითის ანაბეჭდები აუღეს.
მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილებიანი მადურო, DEA-ს აგენტებთან ერთად გადაადგილდება და ინგლისურად საუბრობს. ის ოთახში მყოფებს მიმართავს : „ღამე მშვიდობისა“, „გილოცავთ ახალ წელს“.
MDC ცნობილია იმით, რომ ცენტრში ბევრი ცნობილი პირი იმყოფებოდა, მათ შორის რეპერი R Kelly, ჯეფრი ეპშტეინის პარტნიორი ქალი გისლეინ მაქსველი და, ბოლო დროს, შონ კომბსი.