ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კარაკასში, სულ მცირე, შვიდი აფეთქება მოხდა. თვითმხილველებმა ქალაქის თავზე რამდენიმე ვერტმფრენი შენიშნეს. აფეთქებების შემდეგ ქალაქის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზის მახლობლად ელექტროენერგია გაითიშა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კარაკასის თავზე აშშ-ის არმიის ვერტმფრენები დაფრინავენ.