ადამიანის უფლებათადამცველი ორგანიზაცია „ჰენგავის“ ინფორმაციით, ირანში, საპროტესტო აქციებისას 10 ადამიანი დაიღუპა. კიდევ დაკავებულია 80 ადამიანი, მათ შორის 9 ქალი და 5 ბავშვია.
ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. იმ დღეს, თეირანის მაღაზიების მეპატრონეებმა — ჯერ მობილური ტელეფონების გამყიდველებმა, შემდეგ კი სხვებმა — ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტის ნიშნად მაღაზიები დახურეს. მოგვიანებით, საპროტესტო აქციებს სხვა დიდი ქალაქების მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ.
30 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია მომიტინგეებსა და პოლიციას შორის პირველი შეტაკებების შესახებ, რა დროსაც უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მედიის ცნობით, პროტესტმა მალევე პოლიტიკური ხასიათი შეიძინა, მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „სიკვდილი დიქტატორს“ და „გაუმარჯოს მეფეს“.
ირანის პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, ბოლო დღეებში აქციები, რომელსაც ეკონომიკური ხასიათი ჰქონდა, მომიტინგეების ძირითადი ნაწილის გარეთ მყოფმა პირებმა, უცხოელი აქტორებისა და ქვეყნის უსაფრთხოების მტრების ბრძანებით ან ხელმძღვანელობით, სცადეს, ლეგიტიმური პროტესტი დესტრუქციულ და ძალადობრივ ქმედებებად გადაექციათ.
ირანის ეკონომიკა 40%-იან ინფლაციას და მთავრობის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ დასავლეთის სანქციებს განიცდის.