პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ანუ შეხების ხაზზე, ჯარების გაგზავნას, როგორც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილს, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
ტუსკმა ამის შესახებ ევროპის ძირითადი ქვეყნების ლიდერებთან, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრთან, ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და ნატოს გენერალურ მდივანთან მოლაპარაკებების შემდეგ
ტუსკმა აღნიშნა, რომ საუბარში შეფასდა „ძალიან სერიოზული მოლაპარაკებების პირველი ეტაპის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, ევროპის, აშშ-ისა და კანადის ლიდერებმა“.
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ მშვიდობა უკვე ჰორიზონტზეა და მისი მიღწევა შესაძლოა, რამდენიმე კვირაში იყოს შესაძლებელი.
ტუსკმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების იმედის საფუძველს წარმოადგენს ამერიკის მიერ მშვიდობის დამყარების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის მზადყოფნის გამოცხადება.
„მათ შორის, მაგალითად, ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნა საზღვარზე ან უკრაინასა და რუსეთს შორის შეხების ხაზზე. ეს საკმაოდ ცალსახა განცხადებები პირველად გაჩნდა.
ვნახოთ, რამდენად თანმიმდევრულები იქნებიან ჩვენი პარტნიორები ატლანტიკის ოკეანის მეორე მხარეს“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.