ეს რომ დაასანქცირა ამერიკამ, როგორც რუსეთის ინტერესების გამტარი საქართველოს წინააღმდეგ, თურნავას ეროვნულ ბანკს ამისთვის ცალკე ბრძანება გამოაცემინეს, რათა ფული გაეტანა და ქონება თავის ეკლესიით ოჯახზე გადაეფორმებინა.... - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებას ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა. მას ბრალი წარედგინება.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
მისი თქმით, ფარცხალაძეს პროკურატურის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალად ედება ის, რომ „|ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება“ და მისი მიმართ ძებნა გამოცხადდება.