ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს.
მოლაპარაკებები სადილით დაიწყო, რომელზეც ამერიკულო მხარე, სხვა კერძებთან ერთად, სტუმრებს ტრამპის სახელობის შოკოლადის ნამცხვრითაც გაუამასპინძლდა.
მენიუში, რომელიც მასპინძელმა ქვეყანამ ორმხრივი შეხვედრების წესების შესაბამისად მოამზადა, ტრადიციული ამერიკული კერძები იყო წარმოდგენილი.
მენიუშია ქათმის ბულიონი და სტეიკი, ასევე კარტოფილი ფრი.
შეხვედრას ორივე ქვეყნის გუნდები ესწრებიან.
შეხვედრაზე იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი და სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, გენერალი დენ კეინი, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე და აშშ-ის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი.