რუსეთის პრეზიდენეტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ კვირას ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა და 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.
პუტინის თანაშემწის თქმით, საუბარი „მეგობრული, კეთილგანწყობილი და საქმიანი“ იყო.
პუტინი დაეთანხმა ტრამპის წინადადებას, გააგრძელოს მუშაობა ორი სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში - უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხების შესახებ.
აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ კვლავ ისაუბრებენ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ.
უშაკოვის თქმით, საუბრისას მათ განიხილეს კიევის მხრიდან დონბასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, რათა საბოლოოდ დასრულდეს საომარი მოქმედებები.
უშაკოვმა აღნიშნა, რომ პუტინმა ტრამპს „არგუმენტები“ წარუდგინა ანკორიჯში და ორმხრივი კონტაქტების დროს მიღწეულ შეთანხმებებზე დაყრდნობის ფუნდამენტურ მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
უშაკოვის მტკიცებით, პუტინი და ტრამპი მსგავს შეხედულებებს იზიარებენ, რომ რეფერენდუმის საბაბით დროებითი ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ გაახანგრძლივებს კონფლიქტს.