ფლორიდის შტატში, მარ-ა-ლაგოში, აშშ-ის პრეზიდენტის პირად რეზიდენციაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დაიწყო.
ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან მოკლე კომენტარები გააკეთეს.
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პუტინი „სერიოზულად უყურებს მშვიდობას“.
„მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი, რომელიც კარგია უკრაინისთვის, ყველასთვის“, - თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის ძლიერი უსაფრთხოების შეთანხმება იქნება. მისივე თქმით, პროცესში ევროპელი ერები შესანიშნავად მოქმედებენ.
„მე ვფიქრობ, რომ ევროპული ერები მართლაც შესანიშნავად მოქმედებენ და ისინი ეთანხმებიან ამ შეხვედრას. შესანიშნავი ხალხია“, - თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გამართავენ.