კანადა უკრაინისთვის დამატებით 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების გაწევას გეგმავს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა.
კარნიმ ქალაქ ჰალიფაქსში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
„დღეს ჩვენ ვაცხადებთ უკრაინისთვის დამატებით ეკონომიკურ დახმარებას 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსების ხელმისაწვდომობას აღდგენის პროცესის დასაწყებად,“ - განაცხადა კარნიმ.
ზელენსკის და კარნის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, როგორც უკვე ცნობილია, 28 დეკემბერს ზელენსკის და ტრამპს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებთან ერთობლივი სატელეფონო საუბარი გაიმართება კონსულტაციებისთვის.