აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა, მისი ბრძანებით, ნიგერიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ „ძლიერი და სასიკვდილო დარტყმა“ განახორციელეს. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„დღეს, ჩემი, როგორც მთავარსარდლის, მითითებით, შეერთებულმა შტატებმა მძლავრი და სასიკვდილო დარტყმა განახორციელა ISIS-ის ტერორისტი ნაძირლების წინააღმდეგ ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომლებიც წლების, შესაძლოა საუკუნეების განმავლობაში სასტიკად ხოცავდნენ ძირითადად უდანაშაულო ქრისტიანებს!“ - წერს ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ პენტაგონმა „მრავალი უნაკლო დარტყმა“ განახორციელა. ტრამპის თქმით, მისი ხელმძღვანელობით შეერთებული შტატები „არ დაუშვებს რადიკალური ისლამური ტერორიზმის აყვავებას“.
შეგახსენებთ, 20 დეკემბერს პენტაგონის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა სირიაში ოპერაცია „ქორის დარტყმის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნშნული ოპერაცია ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასმის პასუხად შაეფასა. სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლის თავდასხმას ორი ამერიკელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.