უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ ეთანხმება ნატო-ში წევრობაზე უარის თქმის პუნქტს, რომელიც ომის დასრულების გეგმის წინა 28-პუნქტიან ვერსიაში იყო შეტანილი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და არა რუსეთთან შეთანხმებებზე.
მან კომენტარი გააკეთა უკრაინის მიერ ნატო-ში წევრობაზე უარის თქმის მოთხოვნაზე, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის წინა ვერსიაში იყო შეტანილი.
„ეს არის შეთანხმება მხარეებს შორის: ამერიკა, უკრაინა, ევროპა და რუსეთი. ჩვენი აზრით, ეს ნატო-ს წევრების არჩევანია, ოყოს თუ არა უკრაინა [ალიანსში]. და ჩვენი არჩევანი გაკეთებულია“, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არ ასრულებს მოთხოვნას, უარი თქვას ნატო-ს წევრობაზე, რაც 28-პუნქტიანი გეგმის ნაწილი იყო. მან დასძინა, რომ უკრაინამ შესაბამისი არგუმენტები მოიპოვა.
„მათ სურთ ცალ-ცალკე მოლაპარაკება — ნატო და რუსეთი — მომავალზე. და მე ვფიქრობ, რომ ამ ცალკეულ შეთანხმებებში ისინი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს წამოჭრიან. მაგრამ მაინც, ეს ვიღაცის ვიღაცასთან შორის შეთანხმებაა და არა ჩვენი. და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მომავლისთვის“, - თქვაზელენსკიმ.