აშშ-ის მიერ ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერების დაკავება ვენესუელის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია.
ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. იუწყება Bloomberg.
აშშ-ის სანაპირო დაცვა, ბოლო დღეებში ვენესუელასთან სამი ნავთობტანკერის გაჩერებაზეა პასუხისმგებელი.
პარალელურად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხრეთ სარდლობამ კოორდინაცია გაუწია ვენესუელის მახლობლად სამხედრო ძალების გაძლიერებას და სავარაუდოდ კონტრაბანდაში ჩართულ გემებზე თავდასხმებს, რის შედეგადაც სექტემბრის დასაწყისიდან თითქმის 100 ადამიანი დაიღუპა.
„ჩვენ არა მხოლოდ ამ გემებს ვაკავებთ, არამედ მსოფლიოს ვუგზავნით სიგნალს, რომ მადუროს უკანონო საქმიანობა მიუღებელია, რომ ის უნდა წავიდეს და ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს“, - თქვა ნოემმა.
მან მადუროს რეჟიმს „შეერთებული შტატების მტერი“ უწოდა, რომლის წინააღმდეგაც გადამწყვეტ ზომებს მიღებენ.
„ჩვენი სანაპირო დაცვა შესანიშნავ საქმეს აკეთებს ზღვაში გასვლისა და ამ გემების უსაფრთხოდ ჩაჭრის კუთხით და ნათლად აგზავნის სინალს, რომ ჩვენ შევაჩერებთ ამ ნაკადს და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას“, -განაცხადა ნოემმა.