ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსს რუსეთისგან მაქსიმუმ ათი „ორეშნიკის“ ტიპის სარაკეტო სისტემის მიღება შეუძლია.
22 დეკემბერს, დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტმა ლუკაშენკას ჰკითხა, ნამდვილად მიიღო თუ არა ბელარუსმა „ათეული“ ორეშნიკის სისტემა, როგორც ეს ადრე კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან იყო განხილული.
„მაქსიმუმი ათი იქნება“, - უპასუხა ლუკაშენკომ.
ბელარუსული გამოცემა „ბელტა“ წერს, ერთი წლის წინ, როდესაც ლუკაშენკამ „ორეშნიკთან“ დაკავშირებული გეგმების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა:
„ჯერჯერობით ათს ვფიქრობ და მერე ვნახოთ“. მოგვიანებით, მიმდინარე წლის იანვარში, მან განაცხადა, რომ „ხუმრობდა“ „10 სისტემაზე“ და რომ „ბელარუსის უსაფრთხოებისთვის ერთი სისტემა საკმარისია“.