ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია თნილისში გამართულ ელჩების კონფერენციას ეხმიანება.
"მაკა ბოჭორიშვილის კანტორას შეხვედრა ჩაუტარებია სახელად ელჩების კონფერენცია. ტრიბუნიდან ჯერ მაკასგან ვეცადე გამეგო რა არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, თუმცა მისგან მხოლოდ მისი კანტორის დაცვის მცდელობა გავიგე გარე ჩარევისგან და სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა ამ მიზნით.
შემდეგ ყაველას მივუყურადე აბა რას დაუწერედნენ, იმან სუვერენიტეტი და მშვიდობაო და ბიძინას სუვერენიტეტის დაცვა რეჟიმის უსაფრთხოება იგულისხმა.
უცებ ჰოი სასწაული და კობახიძემ ოკუპაცია გაიხსენა, ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ მეორე ფრონტის პროპაგანდა გაეპრავებინა და მშვიდობას არათუ სახლში, რეგიონში ვიცავო დააყოლა ორივე მეზობელთან სატარიფო დავაში შესვლის პარალელურად.
პაპუაშვილის ტექსტი იგივე, რაც აქამდე ანტიამერიკული წინა ადმინისტრაციისადმი, ანტიევროპული მარადიულად.
ჰოდა დაწერილი საგარეო პოლიტიკის სტრატეგია ხომ აღარ გვაქვს, და ასე ზეპირად მათი მოსმენით გეტყვით:
-ქვეყნის გამთლიანებას აღარავინ გპირდებათ მშვიდობიანად ხალხო, არც ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით.
ნატო და ევროკავშირი რომ ლპება ეგ უკვე გითხრეს და ღირსებით ევროპისაკენ ტყუილი რომ იყო კი გაიგეთ.
დემოკრატიაც რომ გაუთავდათ ეგეც იცით და თავდაცვაც რომ არად გვჭირდება მშვიდობის დასაცავად მიხვდებოდით.
ჰოდა ჭამეთ ბიძინას სუვერენიტეტის და რეჟიმის დაცვა საგარეო პოლიტიკად და ელოდეთ უარესს რუსეთთან მარტოდ დარჩენილ ვითარებაში", - წერს თეონა აქუბარდია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დღეს გამართულ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხაადა:
"ჰიბრიდული მეთოდებით, დეზინფორმაციით, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლით, პოლარიზაციის წახალისებით განხორციელებული ქმედებების გასამკლავებლად, მცდარი ნარატივების საპასუხოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ქვეყნის საგარეო სამსახური წარმოადგენს კრიტიკულ ხაზს.
ამ კონტექსტში, შეუძლებელია არ აღვნიშნო ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წინაშე შექმნილი სირთულეები".