დანიამ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, შეერთებულ შტატებს მოუწოდა პატივი სცეს მის ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ Reuters იუწყება.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა, 22 დეკემბერს განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნოს, აჩვენებს ამერიკის ინტერესს არქტიკული კუნძულის მიმართ.
„ეს დანიშვნა ადასტურებს ამერიკის მიერ გრენლანდიის მიმართ უცვლელ ინტერესს. თუმცა, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ყველამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, პატივი სცეს დანიის სამეფოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა რასმუსენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლუიზიანას გუბერნატორს ჯეფ ლენდრის გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ნიშნავს.
ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ დანიასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დაიძაბა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა გამოთქვა სურვილი, მიითვისოს არქტიკაში მდიდარი რესურსების მქონე დანიის ტერიტორია გრენლანდია, უსაფრთხოების მოტივით.
დანიაც და გრენლანდიაც აცხადებენ, რომ კუნძული არ იყიდება და საკუთარ მომავალს თავად გადაწყვეტენ.