აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლუიზიანას გუბერნატორს ჯეფ ლენდრის გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ნიშნავს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ტრამპმა წლების განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია, რომელიც დანიის ტერიტორიაა და რომელიც ძირითადად თავად მართავს საკუთარ თავს, უნდა გახდეს შეერთებული შტატების ნაწილი. ტრამპის აზრით, ეს მიშვნელოვანია მისი უსაფრთხოებისათვის და კუნძულის მინერალური რესურსებისადმი ინტერესიდან გამომდინარე. ლენდრიმ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა.
„ჯეფი ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გრენლანდია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ენერგიულად დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჩვენი მოკავშირეების და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს უსაფრთხოების, დაცულობისა და გადარჩენის კუთხით“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.