ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათების“ პროგრამის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას და პროფესორის მკვლელობის საქმეს, რომლის მთავარი ეჭვმიტანილი, აშშ-ში წლების წინ „მწვანე ბარათის“ მიღების გზით მოხვდა.
ნოემის თქმით, პროგრამამ ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში ეჭვმიტანილს აშშ-ში ჩასვლის საშუალება მისცა.
„ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში დამნაშავემ, კლაუდიო მანუელ ნევეშ ვალენტემ 2017 წელს „მწვანე ბარათი“ მიიღო. ეს საზიზღარი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასდროს უნდა შემოსულიყო“, – აღნიშნავს ნოემი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „მწვანე ბარათის“ ლატარია ყოველწლიურად ტარდება და აშშ-ში ცხოვრების უფლებას დაახლოებით 50 ათას ადამიანს აძლევს. 2025 წელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 20 მილიონზე მეტმა პირმა გამოთქვა.