უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა განუცხადა.
დღეს, ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინისთვის „რეპარაციის სესხის“ შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მანამდე უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი უკრაინის დაფინანსებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ეს ქვეყნას უფრო მოწყვლად პოზიციაზე დააყენებს და დიპლომატიურ გადაწყვეტას საფრთხეს შეუქმნის.