რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევროპასა და რუსეთს შორის გარდაუვალი შეტაკების შესახებ საუბრებს „ტყუილი და სისულელე“ უწოდა და ნატო-ს ქვეყნები შეიარაღების გაზრდაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე ისაუბრა.
პუტინის თქმით, ევროპელებს რუსეთთან გარდაუვალი შეტაკების შიშით თავებს იჭედავენ, „თითქოს, უნდა ემზადონ მასშტაბური ომისთვის“.
„მე ეს უკვე არაერთხელ მითქვამს: ეს არის ტყუილი, ბოდვა ევროპული ქვეყნებისთვის რუსეთის მიერ რაღაც წარმოსახვითი საფრთხის შესახებ, მაგრამ ისინი ამას სრულებით შეგნებულად აკეთებენ“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
პუტინმა ნატო-ს ქვეყნები ახალი ტიპის იარაღის განლაგებასა და შეტევითი ძალების გაძლიერებაში დაადანაშაულა.
„ნატო-ს ქვეყნები აქტიურად აშენებენ და მოდერნიზებენ თავიანთ შეტევით ძალებს, ქმნიან და განალაგებენ ახალი ტიპის იარაღს, მათ შორის კოსმოსში“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული ფარი „უფრო თანამედროვეა, ვიდრე ნებისმიერი ოფიციალური ბირთვული ძალის ბირთვული კომპონენტი“.
მან დასძინა, რომ „ჩვენი ბირთვული ძალების 92% თანამედროვეა“ და „მსოფლიოში არცერთ სხვა ბირთვულ ქვეყანას არ აქვს ეს“.
„მსოფლიოში ეს სხვას არავის აქვს და არც მალე ექნებათ. მე მათ, „ავანგარდს“ და „ბურევესტნიკს“ვუწოდებდი და ა.შ.. და სახმელეთო ჯარები იზრდება და ძლიერდება“, - აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, მისი თქმით, თუ კიევი უარს იტყვის არსებით მოლაპარაკებაზე, რუსეთი ტერიტორიების გათავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს,
„თუ მოწინააღმდეგე მხარე და მათი უცხოელი მფარველები უარს იტყვიან არსებით საუბარში ჩართვაზე, რუსეთი თავისი ისტორიული მიწების განთავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს“, - განაცხადა პუტინმა.