აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.
ტრამპმა ამის შესახებ ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კონკრეტულად, ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა ის ბოლო დროს უშუალოდ პუტინს.
ამერიკის პრეზიდენტმა მოკლე დადებითი პასუხი გასცა.
„დიახ, ვესაუბრე,“ - თქვა მან, თუნცა ტრამპს საუბრის დეტალებზე არ უსაუბრია.