რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, მოსკოვზე 15 დეკემბრის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც აფეთქებების ხმა გაისმა.
რუსეთის დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა15 დრონი ჩამოაგდეს.
აღინიშნულია, რომ აფეთქებების ხმა მოსკოვის ისტრას რაიონში ისმოდა.
გარდა ამისა, დრონების შეტევის გამო, დომოდედოვოსა და ჟუკოვის აეროპორტების მუშაობა დროებით შეჩერებული იყო. შეზღუდვები მოგვიანებიტ მოიხსნა.
„ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - წერს სობიანინი.
მოსკოვზე თავდასხმა 14 დეკემბრის საღამოდან მიმდინარეობს.
მანამდე, მოსკოვის ოლქის ქალაქ კაშირას მაცხოვრებლებმა აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ განაცხადეს.
15 დეკემბრის დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 130 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის - 25 მოსკოვის რეგიონის ტერიტორიის თავზე.