რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს, რათა ომი მის დაწყებამდე შეაჩეროს.
რუტემ აღნიშნა, რომ ნატო-ს ძალიან ბევრი მოკავშირე ვერ გრძნობს ევროპაში რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აქტუალურობას და ვერ ხვდება, რომ ასეთი ომის თავიდან აცილება თავდაცვის ხარჯებისა და წარმოების სწრაფ ზრდას მოითხოვს.
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ნატო-ს შეუძლია და აუცილებლად გასცემს ძლიერ პასუხს.
„დღეს აქ ვარ, რათა გითხრათ თუ რა პოზიციაშია ნატო და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ომი მის დაწყებამდე შევაჩეროთ. ამის გასაკეთებლად კი საფრთხის შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა გვქონდეს: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ და ჩვენ უკვე საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით“, - განაცხადა რუტემ.