შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადენელთა პალატამ დაამტკიცა 2026 ფისკალური წლისათვის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი.
თავდაცვის ავტორიზაციის აქტის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 900 მილიარდ დოლარს აღემატება.
კანონპროექტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის (USAI) 2026 ფისკალური წლისთვის 400 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. პროგრამა 2029 წლამდე გაგრძელდება.
დოკუმეტის თანახმად, პენტაგონს არ შეეძლება ევროპაში აშშ-ის ძალები 76 ათასზე ნაკლებ რაოდენობამდე შემცირება და ეკრძალება ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ნატო-ს უზენაესი მთავარსარდლის წოდების დათმობა.
„პრეზიდენტი ტრამპი და რესპუბლიკელი კონგრესმენები აღადგენენ ამერიკის ძლიერებას, იცავენ ჩვენს სამშობლოს, უჭერენ მხარს ჩვენს მოკავშირეებს და უზრუნველყოფენ, რომ შეერთებული შტატები დარჩეს ყველაზე ძლიერ და ქმედით სამხედრო ძალად, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა კენჭისყრის დაწყებამდე.
წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შემდეგ, თავდაცვის ავტორიზაციის აქტი სენატში გადაიგზავნა დასამტკიცებლად. საბოლოოს მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.