ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა.
კანონი, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა 2024 წლის ნოემბერში მიიღო, ძალაში ოთხშაბათს, 10 დეკემბერს, ადგილობრივი დროით, შუაღამისას შევიდა.
აკრძალვა, რომლის მიზანიც, სხვა საკითხებთან ერთად, ახალგაზრდების ონლაინ ბულინგის, დეზინფორმაციისა და უკანონო კონტენტისგან დაცვაა, იმოქმედებს ძირითად პლატფორმებზე, მათ შორის TikTok-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, Snapchat-ზე, Facebook-ზე, Reddit-სა და X-ზე.
ეს არ ვრცელდება WhatsApp Messenger-ზე, ელექტრონული ფოსტის პროგრამებზე, ონლაინ თამაშებსა და საგანმანათლებლო პროექტებზე.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანონი ბავშვებს ნორმალური ბავშვობის ქონაში დაეხმარება, მშობლებს სიმშვიდეს შეუქმნის და სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი იქნება.
აკრძალვის შეუსრულებლობა გამოიწვევს 49,5 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე ჯარიმას (რაც დაახლოებით 33 მილიონი აშშ დოლარის ან თითქმის 30 მილიონი ევროს ექვივალენტურია).